ქვემო ქართლის სასაოლქო პროკურატურაში დღეს, 14:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.სავარაუდოდ
სწორედ ამ ბრიფინგზე გახდება ცნობილი თემურ აბაზოვის დაკავებასთან დაკავშირებული დეტალები.
შეგახსენებთ, მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დილას დააკავეს. თემურ აბაზოვი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი .მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 144 მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.