2018 წლის 1-ელი მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის საპატრულო პოლიციამ 110 სამართალდარღვევაზე მოახდინა რეაგირება. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1711 მუხლით 93 ფიზიკური და 17 სამართალდარღვევისთვის 10 იურიდიული პირი დაჯარიმდა.
სამართალდამცველებმა 4 ფიზიკური და 6 იურიდიული პირი დააჯარიმეს ქვემო ქართლში,
ყველაზე მეტი სამართალდამრღვევი იმერეთში გამოვლინდა. კერძოდ, სამართალდამცველებმა იმერეთში 7 ივნისის ჩათვლით თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის 68 ფიზიკური პირი დააჯარიმეს. 15 ფიზიკური პირი დაჯარიმდა სამცხე-ჯავახეთში, 1 ფიზიკური და 4 იურიდიული პირი შიდა ქართლში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში კი თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის თითო-თითო ადამიანი დააჯარიმეს.
რაც შეეხება თბილისს, მაისში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1711 მუხლის დარღვევისთვის მხოლოდ ერთი პირი დაჯარიმდა. თუმცა 1-დან 7 ივნისის პერიოდში სამართალდამცველებმა თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის 2 პირი დააჯარიმეს.