რატომ აიყვანა სამსახურში რუსთავის მერმა 17 წლის ბიჭი?

ბიჭი, რომლის სამოქალაქო თვითშეგნებამ და საკუთარი ქალაქისადმი სიყვარულმა მერის ყურადღება მიიქცია. 17 წლის გიორგი კენჭაძე-ბიჭი,რომელიც ყოველთვის არის იქ ,სადაც ქალაქისთვის სასიკეთო საქმე კეთდება-დღეიდან ,,რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომელია. ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა გიორგი დღეს ,,რუსთავსერვის ცენტრის” სანერგე მეურნეობაში მიიწვიეს და მასთან შრომითი ხელშეკრულება გააფორმეს. საზაფხულო არდადეგებზე გიორგი, ,,რუსთავსერვის ცენტრის” სხვადასხვა მიმართულებებზე იმუშავებს და შესაბამის ანაზღაურებას მიიღებს. გიორგი ქალაქის პირველ პირს სხვადასხვა აქტივობების დროს შეხვდა, აქტიურად იღებდა მონაწილეობას გამწვანების და დასუფთავების აქციებში. ქალაქის მერისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ფაქტი,როდესაც 17 წლის ბიჭი, სტიქიის დროს მეგობრებთან ერთად თანამოქალაქეებს ეხმარებოდა. როგორც გიორგი „ქრონიკასთან“ საუბარში განმარტავს, შემოთავაზება მისთვის სრულიად მოულოდნელი და საპასუხისმგებლო იყო, თუმცა ფაქტი,რომ ის ქალაქისთვის სასიკეთო საქმეს გააკეთებს და საზაფხულო არდადეგებზე გაწეული სამსახურისთვის ანაზღაურებასაც მიიღებს, სასიხარულოა. 17 წლის გიორგი ფიქრობს,რომ საკუთარ ქალაქს ყველა რუსთაველი უნდა გაუფრთხილდეს და ქალაქისთვის რაიმე სასიკეთო გააკეთოს.მოხალისეობიდან ნამდვილ სამსახურამდე- დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გამორჩეულ ახალგაზრდაზე მოგიყვებით.