რუსთავში სოციალური საცხოვრისის მშენებლობისთვის კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების მწარმოებელ კომპანია “სამებაში” აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე ობიექტის დემონტაჟის პროცესი უკვე დასრულებულია და უშუალოდ მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. გამაგრდება შიდა კედლებიც.
პროექტის დამკვეთ რუსთავის მერიასა და შემსრულებელ კომპანიას შორის გაფორმებული დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი ნოემბერში უნდა დასრულდეს. რის შემდეგაც იმ ოჯახების შერჩევის ეტაპი დაიწყება, რომლებსაც სახელმწიფო სოციალურ საცხოვრებელში ბინები უნდა გადაეცეთ.
კორპუსის მშენებლობაზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება და მას ინფრასტრუქტურის სამინისტრო აფინანსებს.
არსებული ინფორმაციით სოციალურ საცხოვრისში 54 -მდე ოჯახი იცხოვრებს. მთავარი კრიტერიუმი სოციალური მდგომარეობის სტატუსის გარდა რუსთავში ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდი იქნება.