რა შემთხვევაში და როდის დაინიშნება მარნეულში ვადამდელი არჩევნები?

,,იმ შემთხვევაში თუ თემურ აბაზოვს უფლებამოსილება შეუწყდება, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება”-ამის შესახებ Tv4.ge-ს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.

„ საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად რიგგარეშე არჩევნები მერის ან გამგებლის შემთხვევაში შესაძლებელია დაინიშნოს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ. იმ  შემთხვევაში თუ  პირს უფლებამოსილება   მიმდინარე წლის 15 ივლისამდე შეუწყდა, არჩევნები შესაძლებელია ჩატარდეს ოქტომბრის თვეში , ხოლო თუ პირს უფლებამოსილება  შეუწყდა მიმდინარე წლის 15 ივლისის შემდეგ , მაშინ არჩევნები  შესაძლებელია მომდევნო წელს ჩატარდეს“  -განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ

შეგახსენებთ, ამ დროისთვის მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი, წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით მერის პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძეა.