მეცხრე სართულიდან გადმომხტარი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.როგორც Tv4.ge-სთან საუბრისას კლინიკა ,,რუსთავის” ექიმმა აღნიშნა პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება . პაციენტს მრავლობითი დაზიანებები მათ შორის თავის ტვინისა და შინაგანი ორგანოების დაზიანებები აღენიშნება. საჭირო გახდა რამდენიმე ოპერაციის ჩატარება . ექიმის თქმით , პაციენტს ფაქტობრივად სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნება .