რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცების მდგომარეობა სტაბილურია.როგორც ქრონიკას ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა ირმა ლულაქველიძემ განუცხადა დაჭრილი მამაკაცების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება , ერთ- ერთ მამაკაცს მუხლის არეში მსუბუქი ჭრილობები აღენიშნებოდა და მკურნალობას სახლში განაგრძობს , ხოლო მეორე მამაკაცს რომელსაც სახის ძვლის მოტეხილობები და მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება ამ დრომდე კლინიკაში რჩება .
შეგახსენებთ, რუსთაველის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გუშინ ორი მამაკაცი დაჭრეს. როგორც შსს-ში განაცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118მუხლით მიმდინარეობს რაც ჯანმრთელობის განზრახ, მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.