2018 წელს საატესტატო გამოცდაზე გასულ მოსწავლეებს, რომელთაც გამოცდა წარმატებით ჩააბარეს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ატესტატის აღება 2018 წლის 25 ივნისიდან შეეძლებათ. ატესტატის გაცემაზე პასუხისმგებელი იუსტიციის სახლია. დაინტერესებულმა პირმა ატესტატის მისაღებად უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.
წარსადგნი საბუთების სია და საფასურის რაოდენობა ასეთია:
სკოლადამთავრებულებმა უნდა წარადგინონ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დაბადების მოწმობა – თუ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატესტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა – თუ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატესტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი;
დოკუმენტის დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში – დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარი.
პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა მე-10 სამუშაო დღეს უფასოა. პირველადი ატესტატის დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში მომსახურეობის ვადა და საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:
განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს და დოკუმენტის გაცემისთვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;
განცხადების წარდგენის დღიდან მე-3 სამუშაო დღეს და დოკუმენტის გაცემისთვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 30 ლარი;
განცხადების წარდგენის დღიდან მე-2 სამუშაო დღეს და დოკუმენტის გაცემისთვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 40 ლარი;
განცხადების წარდგენის დღეს და დოკუმენტის გაცემისავის– დაჩქარებული მომსახურების საფასური 50ლარი.