რუსთავიდან თბილისში, დიდუბის მიმართულებით მოძრავი ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლებები გაიფიცნენ. მიკროავტობუსების მძღოლები კომპანია ,,ინტერტრანსისგან” დაწესებული ყოველდღიური ნორმის – 70 ლარის 20 ლარით შემცირებას მოითხოვენ.
მძღოლები აცხადებენ, რომ კომპანია „,ინტერტრანსმა” დიდუბის ხაზზე 22-ე მანქანა დაამატა, მგზავრთა ნაკადი შემცირებულია და დაწესებულ ყოველდღიურ გადასახადს ისედაც ვერ იხდიდნენ, ამასთან ერთად, გაძვირებულია საწვავი, ზაფხულის სეზონზე კი კონდენცირების სისტემის ჩართვის გამო საწვავის ხარჯიც ეზრდებათ.
როგორც კომპანია ,,ინტერტრანსში” აცხადებენ, გაფიცულ მძღოლებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და აღნიშნულ ხაზზე მიკროავტობუსების მოძრაობა დღესვე აღდგება.
მთავარი ყველა საზოგადოება რუსთავიდან დიდუბის მიმართულებით მოძრავი ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ