რუსთავის ბაგა-ბაღებში საზაფხულო არდადეგების თარიღი ცნობილია. სააღმზრდელო დაწესებულებებში არდადეგები 30 ივნისიდან დაიწყება, რაც შეეხება თავისუფალ დასწრებას, ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში აღსაზრდელებს გაცდენილი საათები საპატიოდ 10 ივნისიდან ჩაეთვლებათ. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დასრულდება საზაფხულო არდადეგები.
როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და სავარაუდოდ, წინა წლისგან განსხვავებით, ბაღებში სწავლის განახლების თარიღი შეიცვლება. რაც შეეხება ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაციას, გაერთიანებამ უკვე დაასრულა 4-5 წლიან ბავშვთა რეგისტრაცია. ამ დროისთვის 4-5 წლიან ასაკობრივ კატეგორიაში რეგისტრაცია 416-მა აღსაზრდელმა გაიარა. შეგახსენებთ,2-3 წლამდე და 3-4 წლამდე ბავშვებისთვის ელექტრონული რეგისტრაცია 15 ივნისს 12 და 13 საათზე გამოცხადდა.