რუსთავის ბაგა-ბაღებში დოკუმენტაციის მიღება 29 ივნისამდე გაგრძელდება

რუსთავის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა 29 ივნისამდე იქნება შესაძლებელი. დაინტერესებულმა პირებმა  საბუთები შესაბამის ფილიალებში უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც გაერთიანების საბჭო რეგისტრირებული ბავშვების ჩარიცხვის თაობაზე იმსჯელებს. იმ შემთხვევაში თუ, რეგისტრაციის პროცესში მითითებული სავალდებულო მონაცემები, ფილიალში წარდგენილი საბუთების მონაცემებს არ დაემთხვევა , აღსაზრდელი სააღმზრდელო დაწესებულებაში არ ჩაირიცხება.  ამ პროცედურების შემდეგ, მოხდება ვაკანტური ადგილების დათვლა, სექტემბრიდან გაერთიანება სარეზერვო სიაში მყოფ აღსაზრდელებს ვაკანტურ ადგილებზე ჩარიცხავს.  შეგახსენებთ, 2-3 წლიან ასაკობრივ კატეგორიაში სარეზერვო სიაში დაახლოებით 1000 ბავშვი  ირიცხება, რაც შეეხება 3-4 წლიან ასაკობრივ ჯგუფს,ბაღებში ჩარიცხვას 600 მდე აღსაზრდელი ელოდება.