რუსთავის ბაგა-ბაღებში ონლაინ რეგისტრაციის პროცესი დაიწყო

რუსთავის ბაგა-ბაღებში ონლაინ რეგისტრაციის პროცესი დაიწყო.  რეგისტრაცია 12 საათზე 2 – 3წლიანი ჯგუფებისთვის ხოლო 13 საათზე 3 – 4 წლიანი ბავშვებისთვის დაიწყო.  რეგისტრაციის გავლა მსურველებს ელექტრონულ მისამართზე:rustavikids.ge შეუძლიათ . პროცესი 16 ივნისის 18 საათამდე გაგრძელდება. როგორც რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ,,ქრონიკას“  განუცხადეს, გაერთიანების ფილიალებში 2-3 წლიანებში ვაკანტური ადგილების რაოდენობა 573-ს შეადგენს, რაც შეეხება 3-4 წლიანი ჯგუფებით დაინტერესებულ პირებს, აქ 452 ვაკანტური ადგილი ფიქსირდება.