რუსთავის მერიამ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო

რუსთავის მერიამ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო. მერიაში შემოსული განცხადებების  საფუძველზე  რუსთავში ჩვიდმეტ ამხანაგობას  სამშენებლო მასალები დაურიგდათ . ინფრასტრუქტურული პროგრამა მოსახლეობის თანადაფინანსებით ხორციელდება. რუსთავის მერიამ სამშენებლო მასალები   ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან  შეიძინა  და მოსახლეობას გადასცა. სამუშაოებს კი ამხანაგობა საკუთარი ძალებით შეასრულებს . ამხანაგობას სამშენებლო მასალები ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და კორპუსების თავმჯდომარემ ზვიად ლაბაძემ გადასცეს . აღნიშნული პროგრამა რუსთავის კორპუსებში არსებული პრობლემების მოგვარებას  ისახავს მიზნად.