რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის რეგიონალური ორგანიზაციების სპორტული თამაშების მეორე ეტაპი გაიმართა. შეჯიბრი რუსთაველმა და გარდაბნელმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.
სპორტული თამაშები სპორტის ხუთ სახეობაში: მძლეოსნურ კროსში, კალათბურთში, მინი ფეხბურთში, სპორტულ ვიქტორინასა და ბაგირის გადაძალვაში მიმდინარეობდა .ფინალისტები შემდგომ თბილისში სხვა რეგიონების გამარჯვებულებს დაუპირისპირდებიან.