რუსთავის საგამოცდო ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზად არის. საგამოცდო ცენტრი 36 სექტორით დაიტვირთა, რომელიც მაქსიმალური დატვირთვით სესიაზე 400-დან 500-მდე აბიტურიენტს მიიღებს. ცენტრში ასევე გამოყოფილია ერთი სპეციალური სექტორი. როგორც რუსთავის სადამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი ზვიად მურადაშვილი ,,ქრონიკასთან” საუბარში განმარტავს, საგამოცდო ცენტრი ვიდეო-აპარატურით და სკოლის შესაბამისი ინვენტარით უკვე აღიჭურვა. ხვალ ცენტრში გენერალური რეპეტიცია ჩატარდება და 2 ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები რუსთავის საგამოცდო ცენტრში უხარვეზოდ ჩატარდება.