რუსთავის ტბაზე საცურაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

რუსთავის ტბაზე საცურაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.ტბაზე სპეციალური საცურაო ზოლი გამოიყო , სადაც ცურვა ნებადართულია ნებისმიერი ადამიანისთვის დილის 10:00 საათიდან საღამოს 10:00საათამდე. უსაფრთხოების მიზნით, საცურაო ზოლთან მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახურის ჯგუფები. საცურაო სეზონი რუსთავის ტბაზე 1 ივნისს გაიხსნა და 1 ოქტომბერს დაიხურება.
ტბის გაწმენდით სამუშაოებს „რუსთავსერვის ცენტრი „ პერმანენტულად ახორციელებს .