ქალაქში საპიკნიკე ზონების მოწყობა იგეგმება. ქალაქის მერის, ირაკლი ტაბაღუას ინიციატივით, საპიკნიკე ზონები რუსთავის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა. ქალაქის პირველმა პირმა, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, ის ტერიტორიები მოინახულა, სადაც საპიკნიკე ზონების მოწყობაა იგეგმება. ტყე-პარკში არსებული ტერიტორია ამ დროისთვის აუთვისებელია. ირაკლი ტაბაღუას განმარტებით, ტერიტორიის ათვისების შემდეგ, რუსთაველებს ქალაქში გამორჩეული დასასვენებელი სივრცე ექნებათ.
რუსთავის ტყე-პარკში საპიკნიკე ზონების მოწყობა იგეგმება
ირაკლი ტაბაღუას ინიციატივით, საპიკნიკე ზონები რუსთავის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა