რუსთავში “თიბისი ფეის” სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს (+ფოტოები)

სწრაფი ჩარიცხვის აპარატი სავარაუდოდ დღეს დილით მოიპარეს

რუსთავში “თიბისი ფეის” სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. სუმგაით მეტალურგების ქუჩაზე მდებარე სუპაერმარკეტის კონსულტანტი ეკატერინე კვიცია ამბობს, რომ ფეიბოქსი აღნიშნულ ტეტიტორიაზე ერთი წელია დგას გუშინ გვიან ღამითაც იდგა, თუმცა დღეს დილით აღარ დახვდა.
კონსულტანტმა საპატრულო პოლიცია თავად გამოიძახა.
ადგილზე სამართალდამცველები ახლაც იმყოფებიან
შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით მიმდიანრეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაცით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები