რუსთავში იოგის საერთაშორისო დღე აღინიშნება

ქალაქი რუსთავი იოგას საერთაშორისო დღეს მასპინძლობს .რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში იოგას მე-4საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიება რუსთავის მერიის მხარდაჭერით, ინდოეთის საელჩოს და ააიპ “კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის” ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიებები კულტურისა და დასვენების პარკში ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ადგილზე ინდოელი ინსტრუქტორი იოგის ვარჯიშებს ატარებენ, სრულდება ინდური ცეკვები.

ღონისძიებას ინდოეთის საელჩოდან მოწვეული სტუმრები ესწრებიან.