რუსთავში მინი ფეხბურთის ტურნირი ფოიერვერკით დასრულდა. ,,ქომაგთა თასის” ფინალურ ტურში ერთმანეთს ორი პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენებისგან დაკომლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ. მინი ფეხბურთის ტურნირი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, ქალაქში ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში მონაწილეობას სხვადასხვა მოხალისე გუნდები იღებდნენ. ორგანიზატორების განმარტებით, ახალგაზრდების მაღალი ჩართულობის შედეგად, ტურნირი სისტემატურ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად ჩატარდება.ტურნირის მხარდამჭერია რუსთავის მერიის სახელოვნებო , სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი.
რუსთავში მინი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა
,,ქომაგთა თასის" ფინალურ ტურში ერთმანეთს ორი პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენებისგან დაკომლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ.