რუსთავში პოლიციელებისთვის ბინები აშენდება

სოციალური კომპონენტის გასაძლიერებლად, შსს-ში ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას დავიწყებთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამა მოიცავს თბილისს, რუსთავს,ბათუმს, ქუთაისს და ზუგდიდს.

„სოციალური კომპონენტის გასაძლიერებლად, შსს-ში ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას დავიწყებთ, რომელიც მოიცავს თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, ზუგდიდსა და რუსთავს. ეს იქნება ის კომპონენტი, რომელიც სოციალურ გარანტიებს გაზრდის თითოეული პოლიციელისთვის და მისცემს საშუალებას, დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება. ასევე, რა თქმა უნდა, დარწმუნებულნი ვართ, რომ მსგავსი სოციალური გარანტიები იქნება კიდევ უფრო გამაძლიერებელი კომპონენტი, რომ ჩვენ შსს-ში საუკეთესო ახალგაზრდები მოვიზიდოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.