რუსთავში საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია და სკვერებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია და სკვერებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება-ამის შესახებ დღეს საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. დეპუტატებმა ბიუჯეტში შესაბამის ცვლილებებს უკვე უყარეს კენჭი. როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნულისთვის თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული და განხორციელებული პროექტებიდან დარჩენილი ნაშთიდან მობილიზდება.

დღესვე დეპუტატებმა რუსთავის საკრებულოს თანამდებობების პირებისთვის, აპარატის თანამშრომლებისთვის და მერიის სტრუქტურული ერთეულების და მერის წარმომადგენელთათვის სამსახურეობრივი ავტომობილებით სარგებლობისთვის საწვავის ლიმიტის დამტკიცების შესახებ განკარგულებას უყარეს კენჭი. დეპუტატებმა სარეკრეაციო ზონა ერთში კაფეს მშენებლობის თაობაზე ზონალური შეთანხმების გაფორმებაზე იმსჯელეს და დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

საკრებულოს წინ კომისიური განხილვები და ბიუროს სხდომა უძღოდა.