რუსთავში ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი დეფიციტშია . როგორც „ქრონიკასთან „ საუბრისას რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით გოგოძე განმარტავს ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი დეფიციტშია და დაახლოებით 2 კვირაა , რაც კლინიკაში შრატი არ შემოუტანიათ .დავით გოგოძე ასევე აღნიშნავს, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად გაზრდილია ანტირაბიული კაბინეტის მიმართვიანობაც. კერძოდ, გაზრდილია ცოფის ვაქცინაციის შემთხვევები,რაც შეეხება ქვეწარმავლის ნაკბენის შემთხვევებს ამ დრომდე არ დაფიქსირებულა, თუმცა კლინიკას ანტიგიურზინის საკმარისი მარაგი აქვს .
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უარყოფენ ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის დეფიციტს და აღნიშნავენ რომ ტეტანუსის სამკურნალოდ კლინიკებს შრატი მიეწოდებათ .