რუსთავში წითელას შემთხვევები დაფიქსირდა

რუსთავში ბოლო პერიოდში  წითელას რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს დაცვის ცენტრის უფროსის დავით ბეგაშვილის თქმით, ივნისში წითელას მხოლოდ ერთი შემთხვევაა რეგისტრირებული. ბეგაშვილი მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

რაც შეეხება მთელი ქვეყნის მონაცემებს, საქართველოში 1000–ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ამ დროის მონაცემებით რუსთავში სამიზნე ჯგუფის დიდი ნაწილი აცრილია, თუმცა კვლავ რჩება გარკვეული რაოდენობა, რომელსაც ვაქცინაცია არ აქვს ჩატარებული. რაც შეეხება სკოლებს, სკოლის მოსწავლეების 90 პროცენტზე მეტი უკვე აცრილია.