სასწრაფოდ, პირდაპირი შესყიდვის წესით შევიძენთ მობილურ ან გადასატან კონდიციონერებს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერმინისტრისგან მიიღეს დავალება, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრები გამოცდების პერიოდში კონდიციონერებით აღიჭურვოს.როგორც მურღულიამ აღნიშნა, შესაძლოა, 22-ვე საგამოცდო ცენტრის 800-ვე სექტორში კონდიცირების დამონტაჟება ვერ მოესწროს.
გუშინ, კონდიციონერების პრობლემის საკითხს გამოეხმაურა პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე. მისი თქმით, ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების საკითხის დაგეგმვა უკეთ შეიძლებოდა. მთავრობის სხდომაზე კი ამ პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.
საგამოცდო ცენტრებისთვის მობილურ ან გადასატან კონდიციონერებს შეიძენენ
სასწრაფოდ, პირდაპირი შესყიდვის წესით შევიძენთ მობილურ ან გადასატან კონდიციონერებს