საგამოცდო ცენტრებისთვის მობილურ ან გადასატან კონდიციონერებს შეიძენენ

სასწრაფოდ, პირდაპირი შესყიდვის წესით შევიძენთ მობილურ ან გადასატან კონდიციონერებს

სასწრაფოდ, პირდაპირი შესყიდვის წესით შევიძენთ მობილურ ან გადასატან კონდიციონერებს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერმინისტრისგან მიიღეს დავალება, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრები გამოცდების პერიოდში ​კონდიციონერებით აღიჭურვოს.როგორც მურღულიამ აღნიშნა, შესაძლოა, 22-ვე საგამოცდო ცენტრის 800-ვე სექტორში კონდიცირების დამონტაჟება ვერ მოესწროს.
გუშინ, კონდიციონერების პრობლემის საკითხს გამოეხმაურა პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე. მისი თქმით, ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების საკითხის დაგეგმვა უკეთ შეიძლებოდა. მთავრობის სხდომაზე კი ამ პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.