სავარაუდოდ, 13 ივნისის სტიქიის დროს გაუჩინარებული სერგო კაპანაძის ცხედარი იპოვეს

თბილისში, სვანიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი იქვე მდებარე მშენებლობაზე დასაქმებულებმა აღმოაჩინეს. მათი თქმით, ცხედარი გახრწნილია.ამ დროისთვისმ ტერიტორია პოლიციას აქვს შემოსაზღვრული. ცხედარი ახლოს მდებარე სასაფლაოს სიახლოვეს არის აღმოჩენილი.ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ადგილზე ცოტა ხნის წინ მისული იყვნენ 13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული სერგო კაპანაძის ოჯახის წევრები, თუმცა მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.

13 ივნისის სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.