საკანალიზაციო სისტემაში ნარჩენების ჩაყრა ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება ხდება

საკანალიზაციო სისტემაში ნარჩენების ჩაყრა იკრძალება და ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება ხდება. ამასთან, იკრძალება საკანალიზაციო სისტემაში ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ გამდინარე წყლების უკონტროლო და ნორმების შეუსაბამო ჩაშვება. ჩამდინარე წყლების ჩაშვების/მიღების პროცედურას და კონტროლის მექანიზმებს მთავრობა ტექნიკური რეგლამენტით დაადგენს.

შესაბამისი ცვლილებები “წყლის შესახებ კანონში“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ხორციელდება.

საკანალიზაციო სისტემაში ნარჩენების ჩაყრა, აგრეთვე, ტექნიკური რეგლამენტის პირობების შეუსაბამო ჩამდინარე წყლის ჩაშვება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ქმედების განეორებით ჩადენა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.