სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. არეულობა მოხდა ქაშვეთის ეკლესიასთან, მას შემდეგ, რაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს სამართალდამცველების მანქანებში დაეძებდა.
სამართალდამცველებმა პარტიის წევრებს რამდენიმე გაფრთხილება მისცეს, მოცილებულიყვნენ ავტომობილებს, თუმცა პარტიის წევრებმა სამართალდამცველების გაფრთხილება არ გაითვალისწინეს. არსებული ინფორმაციით, სხვა პირებთან ერთად, დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 მოქალაქიდან ერთი ძებნილი და ერთიც პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია.