საპრეზიდენტი კანდიდატთან დაკავშირებით ჯერ მსჯელობა არ ყოფილა – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლითაც უპასუხა კითხვას, საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილება თუ არა მაია ცქიტიშვილი.
კალაძის თქმით, ხელისუფლებამ ჯერ მთავრობა უნდა დაამტკიცოს, ამის შემდეგ დაიწყება მსჯელობა საპრეზიდენტო კანდიდატზეც.
“ჯერ მთავრობა დავამტკიცოთ და შემდეგ უკვე დავიწყებთ, ასევე საპრეზიდენტო კანდიდატზე. საპეზიდენტო კანდიდატურაზე დრო არის ჯერ და უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება, თუ ვინ იქნება ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატი. ჯერ მსჯელობა არ ყოფილა”, – აღნიშნა კალაძემ.