სატვირთო მანქანის კონსტრუქცია ხიდის ქვეშ გაიჭედა (+ფოტო)

რუსთავში, ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატვირთო მანქანის კონსტრუქცია კორპუსს მოწყდა და ხიდის ქვეშ გაიჭედა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ამ დროისთვის მიმდინარეობს კონსტრუქციის ჩამოღება.

აღნიშნული შემთხვევის გამო რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია.მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.