რუსთავში, სასტუმრო „რუსთავის” ახალ საკონფერენციო დარბაზში სილამაზის კონკურსის ,,ტოპ მოდელ”-ის პირველი ტური გაიმართა . კონკურსში მონაწილეობას 11 დან 15 წლამდე გოგონები იღებდნენ . კონკურსის წესით 20 ფინალისტი შეირჩა . „ტოპ მოდელ” -ის პირველ ტურში ფინალისტები ჟიურიმ შეაფასა .სილამაზის კონკურსის ჟიური სამოდელო სააგენტოების წარმომადგენლებისა და Tv4-ის გენერალური დირექტორისგან შედგებოდა. „ტოპ მოდელ” -ის ფინალური ეტაპი 5 ივლისს გაიმართება .
სილამაზის კონკურსი სამოდელო სააგენტოების „ნატალისა „ და „ელ სთაილის „ ორგანიზებით ხორციელდება .კონკურსის მედიამხარდამჭერია „tv4 “ და “რადიო 4 “ .