უხვი ნალექის შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტში 8 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა ამოტუმბვითი სამუშაოები უკვე დაასრულეს.
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 55-ე კმ-ზე ხევები ადიდდა, რამაც საავტომობილო მოძრაობის შეჩერება გამოიწვია. ამ დროისთვის გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ 16-18 ივნისს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, სახანძრო-სამაშველო ძალები სრულ მზადყოფნაში არიან, რათა დროულად მოხდეს ყველა შემთხვევაზე რეაგირება.