სასჯელაღსრულების სამინისტრო დეპარტამენტის სახით იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო კი ორ ნაწილად გაიყოფა და ერთი ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს, მეორე კი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება.ამის შესახებ ინფორმაციას “ქრონიკა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ასევე იგეგმება კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების სამინისტროსთან შეერთებაც.
სასჯელაღსრულების სამინისტრო დეპარტამენტის სახით იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება, თუმცა, ამ დრომდე ღიად რჩება კითხვა, ვინ უხელმძღვანელებს გაერთიანებულ სამინისტროს.
ორ ნაწილად გაიყოფა დევნილთა სამინისტრო. ფუნქციების ერთი ნაწილი ჯანდაცვის, მეორე კი ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა. ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეითავსებს ენერგეტიკულ თემებთან დაკავშირებულ საკითხებსაც. ამას გარდა, კულტურისა და სპორტის გაერთიანებული სამინისტრო ამჯერად განათლების სამინისტროს შეუერთდება.
შეგახსენებთ, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე მცირდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა