“გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე” რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში სისხლის დონაციის უანგარო აქცია ჩატარდა. აქციაში მონაწილეობა რუსთავის საჯარო სკოლების, ბაღების პედაგოგებმა და რუსთავის მერიის სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს. სისხლის ჩაბარების აქცია იაშვილის ცენტრალურ საავადმყოფოს ბაზაზე არსებული სისხლის ბანკის ბაზაზე ლეიკემიით და სხვადასხვა სოლიდური სიმსივნეების მქონე ბავშვებისთვის სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებას ისახავს მიზნად. აქცია რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში რამდენიმე წელია ტარდება.