ფონდ ,,დალაქას’’ საქველმოქმედო აქცია რუსთავში

ქალაქის მერის მეუღლის მაია დალაქიშვილის ხელშეწყობით და საქველმოქმედო ფონდ  ,,დალაქას” ინიციატივით რუსთავში სოციალურად დაუცველ  მრავალშვილიან ოჯახებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დედებს პროდუქტები გადაეცათ.საქველმოქმედო აქციას წინ ტრაგიკულად დაღუპული სანდრო დალაქიშვილის სახელობის  მინი ფეხბურთის ტურნირი „დალაქას თასი“ უძღვოდა, რომელიც ყოველწლიურად იმართება .

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ტურნირიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდ ,,დალაქაში” ირიცხება, რომელიც ტრადიციულად სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს ხმარდება. . მინი ფეხბურთის ტურნირი „დალაქას თასი“ მიმდინარე წელს მერვედ ჩატარდა, რომელშიც რვა გუნდი იღებდა მონაწილეობას.

ფონდმა რუსთავში საქველმოქმედო აქცია პირველად გამართა.