რეგიონს დღეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების „ლაიონს კლუბების“ ევროპული სექტორის ხელმძღვანელი პირები სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ, რომლებსაც მასპინძლობა ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ კახა კობერიძემ, მერის მოადგილე გოჩა ლორიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა გაუწიეს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და გეგმების შესახებ იმსჯელეს. საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით საქველმოქმედო აქტივობებით არის დაკავებული, მათი საქმიანობის ძირითადად ნაწილს განათლებისა და სოციალური მიმართულება წარმოადგენს. პირველი „ლაიონს კლუბი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნდა. ორგანიზაცია ერთ–ერთი პირველი იყო, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი გახდა. საზოგადოებრივი ორგანიზაციის რიგებში დღეისთვის ხუთ მილიონზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული
ქვემო ქართლში „ხანდაზმულთა ლაიონს კლუბის“ რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა
ქვემო ქართლში „ხანდაზმულთა ლაიონს კლუბის“ რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა