,,ქუჩის ბიჭების” წევრი ირაკლი ნოზაძე დაჭრეს

ირაკლი ნოზაძე სავარაუდოდ ორმა გოგომ დაჭრა

ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” წევრი, მომღერალი ირაკლი ნოზაძე დაჭერს. როგორც  ჯგუფის წევრმა ზურა ხაჩიძემ განაცხადა, დაჭრილი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წერეთლის გამზირზე, მესამე კორპუსთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მომღერალი ირაკლი ნოზაძე  ორმა გოგომ დაჭრა. როგორც მცხოვრებლები ყვებიან, მომღერალს საცხოვრებელი სახლიდან ჩამოსვლას ორი გოგო სთხოვდა. მათივე ინფორმაციით, ნოზაძე სახლიდან ჩამოვიდა და მანქანაში ჩაუჯდა აღნიშნულ გოგოებს, რამდენიმე წამში კი სისხლიანი გადმოვიდა და შველას ითხოვდა.
„მანქანით მოვიდა ორი გოგო და ელოდებოდა. უყვიროდნენ უხამსი სიტყვებით – ჩამოდიო პიკასოო. დავინახე, რომ ირაკლი ჩამოვიდა და ჩაჯდა მანქანაში. მერე წამებში გადმოხტა და გამოიქცა ყვირილით – „სისხლისგან ვიცლები, მიშველეთო“. ირაკლი რომ გადმოვიდა მანქანიდან, ისინი წავიდნენ“, – აცხადებს ირაკლი ნოზაძის მეზობელი.
მომხდარის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. დაჭრის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.