რუსთავის საქალაქო სასამართლოს დატოვების შემდეგ, სადაც მარნეულში არაადამიანური და დამამცირებელი მოპრყობის ფაქტზე ბრალდებული თემურ აბაზოვის საქმე განიხილებოდა, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა აბაზოვის სიმამრმა ელდარ თოფჩიევმა. მარნეულის მერის სიმამრი საქმის პოლიტიკურ მოტივზეც საუბრობს.
მარნეულის მერს რუსთავის საქალაქო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აბაზოვის წინააღმდეგ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით მიმდინარეობს.დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა გამოცხადებიდან 48 საათში იწურება.