შეთავაზება ახალგაზრდებისთვის-პირამიდაში პრეზენტაცია გაიმართა

რუსთავის პირამიდაში CISV-საქართველოს ორგანიზებით და ქალაქის მერის მეუღლის ხელშეწყობით პრეზენტაცია თემაზე  ,,ადამიანის უფლებები და სტერეოტიპები” გაიმართ. CISV-საქართველოს ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ ახალგაზრდებს თემაზე პრეზენტაცია წარუდგინეს და ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა სხვადასხვა   გუნდურ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.აღსანიშნავია,რომ  CISV საქართველო, მიმდინარე წელს , 3-დან 10 ივლისის ჩათვლით საერთაშორისო შეხვედრას ჩაატარებს თემით „მრავალფეროვნება ჩემს ქალაქში“, რომელშიც როგორც ქართველი, ასევე ხუთი ქვეყნიდან ჩამოსული დელეგაციების წევრი ბავშვები მიიღებენ მონაწილეობასაც.  გამარჯვებულ სამ მოსწავლეს საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა სრულად დაუფინანსდება.