შეიცვლება თუ არა პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი?

უმრავლესობის წევრები აღნიშნულს არ ადასტურებენ

შეიცვლება თუ არა პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი? – უმრავლესობის წევრები აღნიშნულს არ ადასტურებენ, თუმცა მიანიშნებენ, რომ ყველა ცვლილება სიტუაციას გააუმჯობესებს.
ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს რომელსაც პრემიერმინისტრი კვირიკაშვილიც ესწრება. სავარაუდოდ, ამის შემდეგ გაირკვევა, დატოვებს თუ არა გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობას. არსებული ინფორმციით, პარტიის შენობაში პრემიერმინისტრი უკვე მივიდა.