შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ვერეს ხეობის მიმართულებით მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი.მათივე ცნობით,ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადი შეინიშნება თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში – დიდი დიღმისა და გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიებზე.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია, ხოლო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით – ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი.
ვაკე-საბურთალოს გზაზე “თბილსერვის“ ჯგუფის მიერ სანიაღვრე ქსელის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
შსს-მ ვერეს ხეობის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეზღუდა
ვერეს ხეობის მიმართულებით მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი