ქვემო ქართლში სახელმწიფო რმწუნებულმა-გუბერნატორმა ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა წალკის მუნიციპალიტეტში, რომელიც კუში-ნარდევანის და კუში-ავრანლოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის საფარის მოწესრიგებას ითვალისწინებს.
გრიგოლ ნემსაძესთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გუბერნატორის პირველი მოადგილე, ალექსანდრე მეტრეველი და წალკის მუნიციპალიტეტის მერი, ილია საბაძე გაეცნო .
აღნიშნულ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის ერთ–ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენდა და თავისუფლად გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. კუში-ნარდევანის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება, რაც შეეხება კუში-ავრანლოს დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობას, რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 767642 ლარი დაიხარჯება.