წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტებში  „წითელ ხიდი“ და ,,,სარფი” 2660 ღერი აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებული, არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. 

როგორც  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 13 ივნისს საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ კონტროლის ზონაში საქართველოს მოქალაქის, ე.ა-ს ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 800 ღერი სიგარეტი პალმალი გამოავლინეს. 

მათივე ინფორმაციით, 14 ივნისს აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის კიდევ ორი ფაქტი სგპ „სარფში“ დაფიქსირდა. კერძოდ, 1200 ღერი სიგარეტი პირველი და 180 ღერი სიგარეტი ზუმერიტი კანონდამრღვევ პირს, კ.მ-ს სხეულზე ჰქონდა დამაგრებული. ამავე დღეს სგპ „სარფში“, მებაჟე ოფიცრებმა სამართალდარღვევის კიდევ ერთი ფაქტი აღკვეთეს. 480 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი პირველი მოქალაქე ბ.ც-ს სხეულზე წებოვანათი ჰქონდა დამაგრებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ პირებს სანქციის სახით შეეფარდათ ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით და მათ საქონლი ჩამოერთვათ.