„112“-ში ზარების მიღება დროებით შეფერხებულია

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, პროგრამული ხარვეზის გამო, ზარების მიღება დროებით შეფერხებულია, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის. “112”-ის პროგრამისტთა ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება. მოსახლეობას მოვუწოდებთ, გადაუდებელი შემთხვევისას მოგვწერონ “112”-ის “ფეისბუქის” გვერდზე, პირადი შეტყობინების სახით“, – ნათქვამია განცხადებაში.