12 აგვისტოს – დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს კიდევ ერთხელ, ამჯერად ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანის სახელით წარედგინება.
პარლამენტში ინიცირებისა და განხილვისთვის მზად არის “შრომის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, უქმე დღეების ჩამონათვალს 12 აგვისტო – დიდგორობა ემატება.ანალოგიური საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს ერთი წლის წინ უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფმაც წარუდგინა, თუმცა განხილვა დღემდე გაჩერებულია. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი თურქეთის საელჩოს თხოვნა გახდა.
ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.