2 და 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის მეორე სესიის გამოცდები არ ჩატარდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდების განრიგში ცვლილება შევიდა.

ცვლილების მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებით დაიწყება, თუმცა ის ორის ნაცვლად მხოლოდ პირველ სესიებზე ჩატარდება. ხოლო ზოგადი უნარების გამოცდებმა ერთი დღის გადაიწია.

იხილეთ განახლებული განრიგი:

ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება შესაბამისად 4 და 5 ივლისს, დილით. ანუ, აბიტურიენტები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ 2 ივლისს, 14:00 საათზე, ამ გამოცდას ჩააბარებენ იმავე საგამოცდო ცენტრში, 4 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა – 09:00 საათზე).

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 3 ივლისს, 14:00 საათზე განაწილებული აბიტურიენტები გამოცდას ჩააბარებენ 5 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა – 09:00 საათზე).

5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით. ანუ, თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 08:00 საათზე, იგი ზოგადი უნარების გამოცდას 7 ივლისს, 08:00 საათზე ჩააბარებს (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა – 09:00 საათზე),ხოლო თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 14:00 საათზე, იგი გამოცდას ჩააბარებს 7 ივლისს 14:00 საათზე(სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 14:00 საათზე, გამოცდა 15:00 საათზე).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება უახლოეს დღეებში (2 დ 3 ივლისს) მოსალოდნელ განსაკუთრებით ცხელი დღეებს უკავშირდება.