ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ივნისს 11:00-დან 13:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 509 აბონენტს გარდაბანში, ნასაგურში, დიდი ლილო, ვარკეთილში, სამგორსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 2 ივლისს 10:00-დან 19:00 საათამდე 503 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში კიზილ-აჯლო, იალღუჯის დასახლება, ჯანდარა და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:30 საათამდე 1300 აბონენტს თეთრწყაროში მისხელიშვილის, 26 მაისის, თუმანიანის, ოძელაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში თონეთი, მოხისი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.