დაზარალებული რომლის საქმეზეც თემურ აბაზოვი დააკავეს პროკურატურაშია

პროკურატურაში გამოკითხვა მიმდინარეობს

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში დაზარალებულებისა და მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. “ქრონიკის” ინფორმაციით მოწმეები და დაზარალებულები ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე იკითხებიან.რომელშიც მარნეულის მერი თემურ აბაზოვი ფიგურირებს. პროკურატურა ბრიფინგს საქმესთან დაკავშირებით მოგვიანებით გამართავს.

შეგახსენებთ,მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს. ის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.