2018-2019 სასწავლო წლისთვის,ბაგა-ბაღების ფილიალებში აღსაზრდელთა მისაღებად ელექტრონული რეგისტრაცია ხვალ ჩატარდება.ელექტრონული რეგისტრაცია 2 დან 3 წლამდე და 3 დან 4 წლამდე ბავშვებისთვის ცხადდება და ის 15 ივნისს 12:00 და 13:00 საათზე განხორციელდება. დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე www.rustavikids.ge რომელიც ხვალ გაიხსნება. როგორც რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ,,ქრონიკას“ განუცხადეს, გაერთიანების ფილიალებში 2-3 წლიანებში ვაკანტური ადგილების რაოდენობა 573-ს შეადგენს, რაც შეეხება 3-4 წლიანი ჯგუფებით დაინტერესებულ პირებს, აქ 452 ვაკანტური ადგილი ფიქსირდება. „ქრონიკა“ დაინტერესდა, რომელია ყველაზე მოთხოვნადი ფილიალები , სად რეგისტრაციასაც, წინა წლის მონაცმეებით, ყველაზე მეტი აღსაზრდელის მშობელი ცდილობდა. გაერთიანების მონაცემებით, ყველაზე მოთხოვნად ფილიალებად მტკვრის მარცხენა სანაპიროზე სახელდება #1;6;8 და 21-ე ფილიალები, რაც შეეხება მარჯვენა სანაპიროს, ყველაზე მაღალი მოთხოვნა #31;27 და 22-ე ფილიალებზეა. ბაღებში ჩარიცხვის გადამოწმება მშობლებს 16 ივნისს 18:00 საათიდან შეეძლებათ.